ხუთშაბათი, 2024-05-02, 0:57 AM

www.mapatie.ucoz.com

შემადგენლობა


მწვრთნელი


            ხოსეპ გვარდიოლა

ფეხბურთელები


1ვიქტორ ვალდესიმეკ14.01.1982
2დანიელ ალვეშიმცვ06.05.1983
3ხერარდ პიკემცვ02.02.1987
5კარლეს პუიოლიმცვ13.04.1978
6ჩავი ერნანდესინახ25.01.1980
7დავიდ ვილიათავ03.12.1981
8ანდრეს ინიესტანახ11.05.1984
9ბოიან კრკიჩითავ28.08.1990
10ლიონელ მესითავ24.06.1987
11ჟეფრენ სუარესითავ20.01.1988
13ხოსე მანუელ პინტომეკ15.11.1975
14ხავიერ მასკერანონახ08.06.1984
15სეიდუ კეიტანახ16.01.1980
16სერხი ბუსკეტსინახ16.07.1988
17პედროთავ28.07.1987
18გაბრიელ მილიტომცვ07.09.1980
19მაქსველიმცვ27.08.1981
20იბრაჰიმ აფელაინახ02.04.1986
21ადრიანომცვ26.10.1984
22ერიკ აბიდალიმცვ11.09.1979

სახელი: ვიქტორ ვალდეს არიბასი
ნომერი: 1
დაბ. ადგილი: ჰოსპიტალეტ დე ლობრეგატი
დაბ. თარიღი: 14-01-1982
სიმაღლე: 183 სმ
წონა: 78 კგ


ბიოგრაფია

ვიქტორ ვალდესმა თავისი საფეხბურთო კარიერა "ბარსელონას” ახალგაზრდულ კლუბში დაიწყო, სადაც იგი 1992 წლის 1 ივნისს მივიდა. მაგრამ, იმავე წლის სექტემბერში იგი ოჯახთან ერთად ტენერიფეში გადავიდა საცხოვრებლად და კლუბიც დატოვა, რომელსაც მხოლოდ სამი წლის შემდეგ დაუბრუნდა. დაბრუნების შემდეგ მან მოახერხა სწრაფად მიეღწია სპორტული წარმატებებისათვის. 2002–03 წლებშ ვალდესი "ბარსელონას” პირველ გუნდში არგენტინელი მეკარის, რობერტო ბონანოს დუბლიორი იყო. თუმცა, არგენტინელის არადამაჯერებელმა თამაშმა და კლუბშ რადომირ ანტიჩის მოსვლამ, ვალდესს "ბარსელონას” კარში ადგილი მყარად დაუმკვიდრა.

2003–04 წლების სეზონში ვალდესი კლუბის ნომერ პირველ მეკარედ იქცა მიუხედავად იმისა, რომ კატალონიელებმა შეიძინეს თურქი რუშთუ რექბერი, რომელსაც საკუთარ ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატის ბრიჯაოს მედალი ჰქონდა მოგებული. 2004–05 წლების სეზონშ ვალდესმა ესპანეთის ჩემპიონატში თითქმის ყველა მატჩი ითამაშა და გუნდს დაეხმარა ბოლო ექვსი წლის განმავლობაში პირველად მოეგო ქვეყნის პირველობა. მან ამ წელს ასევე მიიღო სამორას ჯილდო, რომელსაც იმსახურებს ის მეკარე, რომელიც ჩემპიონატში ყველაზე ნაკლებ გოლს გაუშვებს.

2005–06 წლების სეზონი ვალდესისთვის, ისევე როგორც "ბარსელონასთვის”, ძალზე წარმატებული აღმოჩნდა. ვალდესმა კვლავ თითქმის ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა და გუნდს დაეხმარა ზედიზედ მეორედ მოეპოვებინა ესპანეთის საუკეთესო კლუბის ტიტული. მან ასევე ორჯერ იხსნა გუნდი ჩემიონთა ლიგის ფინალში ტიერი ანრის მიერ სახიფათოდ დარტყმული ბურთების შემდეგ. პარიზის ფინალში ნაჩვენები თამაშის შემდეგ ვალდესმა კლუბის მწვრთნელის, ფრანკ რაიკაარდისგან ძალზე თბილი სიტყვები დაიმსახურა. სამორას ტიტულის მაძიებელთა შორის კი მან ამჯერად მესამე ადგილი დაიკავა ხოსე მანუელ პინტოს (ამჟამად მისი დუბლიორის) და სანტიაგო კანისარესის შემდეგ.

ვალდესი დღესაც "ბარსელონას” ნომერ პირველ მეკარედ ითვლება და ესპანეთის ჩემპიონატში და ჩემპიონთა ლიგაზე ყველა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.


რეკორდები

2007 წლის 17 ივნისს, ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში ვალდესმა გაიმეორა "ბარსელონას” მეკარეების რეკორდი, რომელიც თავის დროზე ლეგენდარულმა ანდონი სუბისარეტამ დაამყარა. დღეისათვის მხოლოდ ვალდესი და სუბისარეტა არიან ის მეკარეები, რომლებმაც ესპანეთის ჩემპიონატის სეზონის ყველა მატჩში შეუცვლელად იასპარეზეს.


თვისებები

ვალდესი საკმაოდ თავდაჯერებული მეკარეა, მიუხედავად თავისი ახალგაზრდა ასაკისა, კლუბში გამოჩენის დღიდან იგი ყოველთვის კარგად წარმატღავდა გუნდის დაცვას. მისი რეფლექსები აძლევენ მას საშუალებას, რომ მოეგერიოს მეტოქის ფეხბურთელების მიერ დარტყმული ბურთები. ვალდესი ასევე კარგად თამაშობს, როდესაც მასთან მეტოქის ფეხბურთელი პირისპირ არის დარჩენილი. დღევანდელობის გათვალისწინებით იგი საკმაოდ კარგად თამაშობს ასევე გამოსვლაზეც და ხშირად იგებს ორთაბრძოლებს. მისი კუმირები არიან გერმანელი ოლივერ კანი და თანამემამულე სანტიაგო კანისარესი, რომელთაც ვალდესი ცდილობს მიბაძოს კიდეც თამაშის მანერით.


მიღწევები

გუნდური მიღწევები

"ბარსელონა"

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული – 2005/06, 2008/09

ესპანეთის ჩემპიონი– 2004/05, 2005/06, 2008/09, 2009/10

ესპანეთის თასის გამარჯვებული – 2008/09

ესპანეთის სუპერთასის მფლობელი – 2005/06, 2006/07, 2009/10, 2010-11

ევროპის სუპერთასის მფლობელი – 2009/10

მსოფლიოს ვიცე–ჩემპიონი – 2006/07

მსოფლიოს ჩემპიონატი – 2009/10

 

ესპანეთის ნარები

მსოფლიოს ჩემპიონი - 2010


პირადი მიღწევები

სამორას ჯილდოს მფლობელი – 2004/05, 2008/09, 2009/10





    ძებნა
    კალენდარი
    «  მაისი 2024  »
    ორსამოთხხუთპარშაბკვ
      12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031
    ჩანაწერების არქივი
    ჩვენი გამოკითხვა
    რომელი სპორტი გევასებათ?
    სულ პასუხი: 216
    მინი-ჩეთი
    500
    სტატისტიკა
    საიტის მეგობრები